"Friadi" არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას და სწრაფი აზროვნების უნარის განვითარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ კონკურენტული და სამართლიანი გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი უნარების სრულად გამოვლენას.
"Friadi"-ს კონკურსი აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ კატეგორიებს, მათ შორის ინგლისურ ენას, მათემატიკას, ქართულს, გეოგრაფიას და ისტორიას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VI-XI კლასის მოსწავლეებს.
ჩვენს პლატფორმაზე, მოსწავლეებს შეუძლიათ ონლაინ ტესტირებების გავლა, რომელიც დაგეგმილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. წარმატებული კონკურსანტებისთვის განკუთვნილია საპრიზო კატეგორიები, მათ შორის სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები და საზაფხულო ან ზამთრის ბანაკებში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპაში.
"Friadi"-ს კონკურსი უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, სადაც თითოეული მონაწილის უფლებები დაცულია.